ჩვენს შესახებ

კომპანია eSmoke Georgia დაარსდა 2015 წელს. ჩვენი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ელექტრონული სიგარეტების, ე-სითხეების და სხვა მათთან დაკავშირებული პროდუქციის იმპორტს და რეალიზაციას.

ჩვენ გთავაზობთ სიგარეტის უკვე ბევრისთვის ნაცნობ ინოვაციურ ალტერნატივას!

თუ თქვენ გსურთ თავი დააღწიოთ სიგარეტში არსებულ კუპრს, მხუთავ აირს, სხვა 4000-მდე მომწამვლელ ნივთიერებას და ამასთან გსურთ ეს შეძლოთ ბოლის ეფექტის და სხვა გამომუშავებული ჩვევების შენარჩუნებით. მაშინ ჩვენ გთავაზობთ უსაფრთხო, კვამლისგან/წვისგან თავისუფალ ალტერნატივას, რომელიც სიგარეტთან შედარებით წარმოუდგენლად უვნებელია თქვენი ორგანიზმისთვის და თქვენი ბიუჯეტისთვის და რომელიც საერთოდ უვნებელია თქვენს გარშემო მყოფთათვის!

კომპანია eSmoke თანამშრომლობს ელ-სიგარეტების სფეროში მსოფლიოში უმსხვილეს მწარმოებელ კომპანიებთან.