ელექტრო სიგარეტების 4 თაობა

Posted by   eSmoke Georgia
11/02/2015
0

დაახლოებით 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პირველი ელექტრო სიგარეტი შეიქმნა. ტექნოლოგიური გარღვევებისა და ინოვაციების ხარჯზე ეს ინდუსტრია, რომელსაც არცთუ ისე დიდი ისტორია აქვს, წარმოუდგენლად განვითარდა და დღესდღეობით უკვე რამდენიმე თაობასაც კი ითვლის.

გამოცდილი „ვეიპერებისთვის“, რა თქმა უნდა, ეს თაობები ნაცნობია, თუმცა დამწყებებმა არ იციან, რა განსხვავებაა ამ თაობებს შორის, მაგალითისთვის: მათ არ იციან, რა სხვაობაა ეგო ბატარეასა და APV მოდებს შორის. ამ სტატიაში შევეცდებით, მაქსიმალურად ამომწურავად ჩამოვაყალიბოთ, რას ნიშნავს ეს თაობები და რა სხვაობაა მათ შორის.

პირველი თაობა - სიგარეტის მსგავსი მოწყობილობები

პირველი თაობის ელსიგარეტები დაახლოებით თამბაქოს სიგარეტის ზომისაა. ვიზუალურადაც ძალიან მიმსგავსებულია და ალბათ ერთადერთი ვიზუალური სხვაობა ნათურაა, რომელიც ნაფაზის დარტყმის დროს სიგარეტის ბოლოში ინთება. ყველა დამწყები ელ-სიგარეტის გაგონებისთანავე პირველ რიგში წარმოიდგენს პატარა სიგარეტის მსგავს მოწყობილობას. ეს ალბათ იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი უფრო მეტად ასოცირდება რეალურ სიგარეტთან. ამ თაობის სიგარეტები გარეგნული მსგავსების გარდა, ასევე, ძალიან მარტივად მოსახმარია და მათი ექსპლუატაციაც დიდ პრობლემებს არ უქმნის დამწყებს. ისინი გვხვდება როგორც შეცვლადი კატრიჯით, ისე ერთდჯერადი მოხმარების.

ზომიდან გამომდინარე მათი ყველაზე დიდი მინუსი არის არასაკმარისი ბატარეის მოცულობა და საკმაოდ სუსტი სიმძლავრე/ნაფაზი, სწორედ ამიტომ მწეველების 90%-ს რეალურად ვერ უკმაყოფილებს მოთხოვნილებებს. მწარმოებლებმაც ამის გამოსასწორებლად მალევე შექმნეს ელსიგარეტების მეორე თაობა.

მეორე თაობა- საშუალო ზომის მოწყობილობები

მეორე თაობის სიგარეტებად ძირითადად ითვლიბა ე.წ. eGo/evod ტიპის მოწყობილობები. ისინი, როგორც წესი, წააგვანან კალამს ან ფლომასტერს. პირველი თაობის სიგარეტებთან შედარებით ზომამ საგრძნობლად მოიმატა, რამაც მწარმოებლებს საშალება მისცათ, გამოეყენებინათ მეტი მოცულობის და სიმძლავრის ბატარიები. ასევე, წინა თაობისგან განსხვავებით ამ სიგარეტებს დაემატათ ღილაკი, რომელზე თითის დაჭრითაც ხდება ორთქლის წარმოქმნა.

მეორე თაობის ელსიგარეტების შექმნის დროს ჩამოყალიბდა ბატარიის ხრახნის სტანდარტიც (510), რომელიც დღესაც ძირითად სტანდარტად რჩება, ანუ ამან საშუალება მოგვცა ნებისმიერ 510 ბატარეას დავაბნიოთ ნებისმიერი 510 ატომაიზერი.

ამ თაობის ზოგიერთ მოდელში გამოჩნდა პირველი ძაბვის რეგულირებადი სისტემა, რამაც მომავალში საფუძველი ჩაუყარა მესამე თაობის განვითარებას.

მესამე თაობა – პერსონალური ამაორთქლებლები/ Advanced Personal Vaporizers (APVs)

ძნელია მესამე თაობის სიგარეტების იდენტიფიცირება მხოლოდ მათი გარეგნობით. ეს უკანასკნელი შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერი ფორმისა და ზომის. ძირითად შემთხვევებში ამ თაობის სიგარეტები საგრძნობლად დიდია, ვიდრე წინამორბედი თაობები და მეორე თაობის სიგარეტების მსგავსად მათაც აქვთ მინიმუმ ერთი გამშვები ღილაკი.

ამ თაობის ელსიგარეტებს ძირითადად ეძახიან „მოდებს“ (MOD). ყოველი მოდი რეალურად შედგება მართვის მექანიზმისგან (არამექანიკური) და კვების წყაროსგან.

არსებობს ორი სახეობის მოდები:

მექანიკური მოდები - სინამდვილეში მექმოდი გახლავთ ძალიან მარტივი მოწყობილობა, მას არ აქვს რაიმე სახის ელექტრული წრედი და, შესაბამისად, არ აქვს არანაირი მართვა. ამგვარ მოდებს აქვთ მხოლოდ გამშვები ღილაკი, ბატარეის სათავსო (ძირითადად 18650 ტიპის) და კონექტორი ატომაიზერისთვის.

მექანიკური მოდები არ არის განკუთვნილი ყველა მომხმარებლისთვის, რატომ? მიუხედავად იმისა, რომ ეს მოწყობილობები ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივია, მომხმარებელს აუცილებლად მოეთხოვება ელემენტალური ცოდნა იმისა, თუ რა არის ვოლტი, ვატი, ომი, ამპერი და მოკლედ რომ ვთქვათ ომის კანონი იმისათვის, რომ უსაფრთხოდ შეძლონ მათი მოხმარება.

მეორე მხრივ, მექმოდები ძალიან პოპულარულია გამოცდილ ვეიპერებში. სწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში ეს მოწყობილობები ძალიან ეფექტურია მასიური ორთქლის ღრუბლების შესაქმნელად!

რეგულირებადი მოდები - რეგულირებადი მოდები ბევრად კომპლექსური მოწყობილობებია, მათში ჩაშენებულია მართვის მექანიზმი, რომელიც საშალებას აძლევს მომხმარებელს, ცვალოს გამომავალი ძაბვა და/ან სიმძლავრე ღილაკზე მარტივი დაჭერით. ასევე, მათში მაღალ დონეზეა უსაფრთხოება, რეგულირებადი მოდი არ მისცემს ყველაზე გამოუცდელ მომხმარებელსაც კი იმის საშუალებას, რომ მან ეს უკანასკნელი გადაახუროს, გადაწვას, დააზიანოს ატომაიზერი ან გააკეთოს სხვა გაუთვალისწინებელი რამ. ამ მოდების უმრავლებოსაბას გააჩნია დისპლეი, რაც მას კომფორტულს ხდის მოხმარებისას.

არსებობს რეგულირებადი მოდების, ასევე, საკმაოდ მძლავრი მოდელები, ნებისმიერ შემთხვევაში ეს მოწყობილობები ბევრად უსაფრთხო და მარტივი მოსახმარია, ვიდრე მექანიკური მოდები.

მოდები, რეგულირებადიც თუ მექანიკურიც, უმეტეს შემთხვევაში, თავსებადია ნიბისმიერი ტიპის ატომაიზერებთან, იქნება ეს სტანდარტული ატომაიზერი, დაბალომიანი თუ აღდეგანადი.

მეოთხე თაობა – ინოვაციური რეგულირებადი მოდები

2015 წელს ბაზარზე გამოჩნდა სრულიად ახალი ტექნოლოგიით შექმნილი ინოვაციური რეგულირებადი მოდები. არ არის გასაკვირი, რომ მათ უკვე უწოდებენ მე-4 თაობას. ამ თაობის მოდებს გააჩნიათ ავტომატური ტემპერატურული კონტროლის რეჟიმები, მათ შეუძლიათ ამუშაონ ძალიან დაბალომიანი ატომაიზერები. შეიცვალა სტანდარტული კანტალიც (Kanthal) და გამოჩნდა ახალი ნიკელის და ტიტანის ამაორთქლებლები. ეს მოდები თავიანთი ფუნქციონალობით გაცილებით წინ დგანან, ვიდრე დღემდე არსებული მოწყობილობები.

რა თქმა უნდა, დამწყებისთვის ძალიან ძნელია გაერკვეს, თუ რომელ ელსიგარეტზე გააკეთოს არჩევანი, სწორედ ამისთვის არსებობს eSmoke Georgia. შევეცდებით, მოკლედ ჩამოგიყალიბოთ პლიუსები და მინუსები ამა თუ იმ მოწყობილობის. ასევე, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ კითხვებით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე ( https://www.facebook.com/esmoke.ge), ელექტრონულ ფოსტაზე (info@esmoke.ge) ან მობრძანდეთ ჩვენს მაღაზიაში და მიიღეთ რჩევები.

მაშ ასე:

  • პირველი თაობა დიდი ხანია დავიწყებას მიეცა. არის გამონაკლისი შემთხვევები, მაგალითად, როდესაც თქვენ არ ხართ მწეველი და გსურთ, ვთქვათ, რაიმე ღონისძიებაზე გქონდეთ გამორჩეული იმიჯი. ასეთი და სხვა მსგავსი შემთხვევებისათვის არსებობს პირველი თაობის ერთჯერადი მოხმარების სიგარეტები.
  • მეორე თაობის სიგარეტები ალბათ სწორედ ის არის, რითაც ყველა ახალბედამ უნდა დაიწყოს. არის მაქსიმალურად მარტივი მოსახმარი და საკმაოდ ეფექტური თამბაქოს ალტერნატივა. თუ თქვენ ზედმეტი ფუნქციები, ეკრანი, ბევრი ღილაკები და მსგავსი ოფციები არ გიზიდავთ, მაშინ მეორე თაობის ელსიგარეტები სწორედ თქვენთვისა არის შექმნილი. გარდა ამისა, არის გაცილებით ეკონომიური და, სხვა თუ არაფერი, მინიმალური დანახარჯით შეძლებთ მოსინჯოთ, რამდენად შეგიცვლით ეს უკანასკნელი თამბაქოს სიგარეტს.
  • თუ თქვენ გსურთ, თქვენი ელექტრო სიგარეტი იყოს ტევადი, ჰქონდეს დიდი მოცულობის ბატარეა, ამუშაოთ სხვადასხვა სიმძლავრეზე და თავსებადი იყოს ბაზარზე არსებულ თითქმის ნებისმიერ ატომაიზერთან, ამ შემთხვევაში არჩევანი უნდა გააკეთოთ მესამე თაობის მოდებზე. თუმცა თითქმის იმავე ბიუჯეტით თქვენ შეძლებთ უკვე მეოთხე თაობის მოდის შეძენას, რომელსაც, თავის მხრივ, შეუზღუდავი შესაძლებლობები აქვს.
  • რაც შეეხება მეოთხე თაობას: ძალიან ბევრი ორთქლი, ძალიან დიდი ღრუბლები, რგოლები, საოცარი არომატიკა, 0-ნიკოტინიანი VG სითხეები და ასე შემდეგ- ეს ყველაფერი უკვე მეოთხე თაობის შესაძლებლობების მწირი ჩამონათვალია, გამოუცდელი მომხმარებლისთვისაც კი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ახალბედა ვეიპერებისთვის მეორე ან მესამე თაობის სიგარეტი ბევრად მიზანშეწონილია, თუმცა თუ მეოთხე თაობის მოდს სწორად გამოიყენებთ, ის აუცილებლად შეცვლის მის წინ არსებულ ყველა მოწყობილობას!

სტატიის ავტორი: eSmoke Georgia

Comments

No posts found

New post