ხშირად დასმული შეკითხვები

  • რა არის ელექტრო სიგარეტი?

ელექტრონული სიგარეტები პირველ რიგში არის თამბაქოს სიგარეტების ალტერნატივა. ელ-სიგარეტი მუშაობს ბატარეაზე, ეს უკანასკნელი აწვდის ძაბვას ამაორთქლებელში არსებულ ხვეულას/კოჭას, აცხელებს სითხეს რის შედეგადაც წარმოიქმნება ორთქლი (როგორც წყლის გაცხელებისას). მოწყობილება საკმაოდ დაბალ ტემპერატურაზე გარდაქმნის სითხეს ორთქლად და ქმნის კვამლის/ბოლის იმიტაციას.

დღესდღეისობით ბაზარზე არსობობს უამრავი ტიპის ელ-სიგარეტი. ზოგიერთი მათგანი წააგავს რეალურ სიგარეტს, ზოგიერთი კალამს, ზოგიერთი ფანარს და ზოგიერთს საერთოდ ყველაფრისგან განსხვავებული, არასტანდარტული ფორმა აქვს. განსხვავებულია ასევე ბატარეის ტევადობები და ფორმები, რეზერვუარის/ამაორთქლებლის ტიპები და სხვა შემადგენელი დეტალები.

  • რა არის ელ-სითხე და რას შეიცავს იგი?

ელექტრონული სიგარეტის სითხე, იგივე ელ-სითხე, იგივე ე-სითხე არის სითხის მასა რომელსაც აორთქლებს ელექტრო სიგარეტის ხვეულა. სწორედ ამ ორთქლის შესუნთქვით გეუფლებათ თქვენ ისეთივე გრძნობა, როგორიც თამბაქოს მოწევის დროს.

ე-სითხეს შეიცავს ნებისმიერი ტიპის მოწყობილობა იქნება ეს ერთჯერადი, ნამდვილი სიგარეტის მსგავსი, კარდტრიჯიანი თუ ღია რეზურვუარიანი. უბრალოდ ზოგიერთ მათგანში სითხე ჩანს ფიზიკურად, ზოგიერთს კი დახურული რეზერვუარი აქ.

ნებისმიერი ე-სითხე შეიცავს რამოდენიმე საბაზო ინგრედიენტს, ესენია: PG (Propylene Glycol), VG (Vegatable Glycerin), ნატურალური არამოტიზატორი და სუფთა ნიკოტინი (0მგ-იანი სითხე ნიკოტინს არ შეიცავს).

  • არის თუ არა ელ-სიგარეტი უსაფრთხო?

ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც შეიცავს ნიკოტინს არ შეიძლება ჩაითვალოს 100% უსაფრთხოდ (თუ ეს უკანასკნელი მას შეიცავს).

ფაქტები, რომლებიც გამომდინარეობენ მეცნიერული კვლევებიდან ამბობენ, რომ ელ-სიგარეტები წარმოუდგენლად უსაფრთხოა რეალურ სიგარეტებთან შედარებით. ისინი ამტკიცებენ რომ ელ-სიგარეტის გამოყენებით ჯანმრთელობის რისკის შემცირება რეალურ თამბაქოსთან შედარებით ხდება 99%-ით! სწორედ იმის გამო რომ ეს ციფრი არის 99 და არა 100%, სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო არ განიხილავს ელ-სიგარეტებს რეალურ თამბაქოს უსაფრთხო ალტერნატივად.

ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია მსოფლიოში თამბაქოსთან ბრძოლის ყველაზე დიდი ორგანიზაციის CASAA-ს საიტზე, სადაც წარმოდგენილია უამრავი კვლევები და ფაქტები როგორც ელ-სიგარეტებზე, ასევე სხვა თამბაქოს ალტერნატიული საშუალებებზე.

  • იწვევს თუ არა ელ-სიგარეტი კიბოს როგორც ნამდვილი სიგარეტი?

FDA-ს (U.S. Food and Drug Administration) და სხვა ევროპული ქვეყნების კვების პროდუქტების მაკონტროლებელი კომისიების კვლევებიდან გამომდინარე დადგენილია, რომ ე-სითხეში, ისევე როგორ თამბაქოში და სხვა მრავალ კვების პროდუქტში არის გარკვეული დოზა „ნიტროსემინების“(კიბოს გამომწვევი ერთერთი ქიმიური ნაერთი). თუმცა ეს რაოდენობა მაგალითად იგივე FDA-ს დასაშვებ ნორმებზე მცირეა და ფაქტიურად არ არსებობს იმის შანსი, რომ გამოიწვიოს კიბოს განვითარება. მეტიც, ეს ოდენობა უფრო მცირეა ვიდრე სხვადასხვა ყოველდღე გამოყენებად საკვებ პროდუქტში.

შედარებისთვის ერთი და იგივე ოდენობის ელ-სითხე შეიცავს დაახლოებით 1300-ჯერ ნაკლებ "ნიტროსემინებს" ვიდრე თამბაქოს სიგარეტი!

  • რომელი ელ-სიგარეტის ბრენდი გამოიყურება და შეიგრძნება როგორც ნამდვილი სიგარეტი?

კითხვა, რომელიც ალბათ ყველაზე ხშირად დაისმება. პასუხი ცალსახად არის „არცერთი“ ან „ამას არა აქ მნიშვნელობა“.

მათ, ვისაც უნდათ სიგარეტის გადაგდება ჰგონიათ, რომ დამოკიდებულება აქვთ სიგარეტის ვიზუალურ მხარესა და თამბაქოს გემოზე. ამის გამო ხშირად ისინი ყიდულობენ სიგარეტის მსგავს მოწყობილობებს თამბაქოს არამოტით. სინამდვილეში, დაახლოებით 1 კვირის შემდეგ ყოველი მათგანი აღმოაჩენს, რომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ფორმას (პირიქით რაც დიდი მით მეტი ბატარეის მოცულობა) და რომ თამბაქოს არომატიც არაფერ შუაშია და ძლიერ განსხვავებულია ძველი გემოსგან.

არის ერთი პრობლემა, რომ არცერთი ე-სითხე თამბაქოს არომატით არ შეიგრძნება ზუსტად ისე როგორც თამბაქო წვის დროს, ეს უბრალოდ შეუძლებელია. ამ უკანასკელს უფრო ცოცხალი თამბაქოს სურნელი აქვს და ოდნავ სიტკბოც.

ნებისმიერი გამოცდილი ელ-სიგარეტის მომხმარებელი გეტყვით, რომ მათ არასდროს გაუსინჯავთ არომატი რომელიც გავს თამბაქოს წვას. თქვენ ამას რათქმაუნდა არ დაიჯერებთ და აუცილებლად იყიდით ელ-სიგარეტს თამბაქოს არომატით! პრინციპში არაუშავს - ჩვენ ეს ყველამ გამოვიარეთ :)