How it works

ელექტრო სიგარეტი დამწყები მომხმარებლისთვის შეიძლება ცოტა უცნაურად გამოიყურებოდეს და რთულად აღიქმებოდეს, სინამდვილეში მისი მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივია. იმისათვის, რომ გავიგოთ როგორ მუშაობს ელ-სიგარეტი საჭიროა ჩამოვთვალოთ მისი შემადგენელი ნაწილები. არ აქვს მნიშნვნელობა რომელი ბრენდის ან რა ტიპის ელ-სიგარეტს მოიხმართ, ყოველი მათგანი შედგება: ბატარეისგან, ამაორთქლებლისგან (ატომაიზერი) და ე-სითხისგან, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს რეზერვუარის ან კარტრიჯის სახით.

ბატარეის დანიშნულება მარტივია, ღილაკზე ხელის დაჭერით ან ავტომატურად ნაფაზის დარტყმის დროს ძაბვა მიეწოდება ამაორთქლებელს. ბატარეები ძირითადად არის ლითიუმ-იონის, რაც უზრუნველყოფს მათ მრავალჯერად გამოყენებას.

ამაორთქლებელი (ატომაიზერი) არის რეალურად ის მუშა ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს სითხის ორთქლად გარდაქმნას ისე, რომ სინამდვილეში არანაირი წვა არ მიმდინარეობს. ელემენტის მსგავსად არსებობს უამრავი ფორმის თუ სახეობის ამაორთქლებელი, თუმცა მათი მუშაობის პრინციპი აქაც ერთია. ყოველი ატომაიზერი შეიცავს ხვეულას (კოჭას), რომელიც ბატარეის ზემოქმედების შედეგად ცხელდება და უზრუნველყოფს სითხის აორთქლებას.

ე-სითხე სიგარეტებში ძირითადად გვხვდება ორი სახის, ის შეიძლება წარმოდგენილი იყოს კარტრიჯში ან რეზერვუარში. ნებისმიერ შემთხვევაში ე-სითხე მიეწოდება გაცხელებულ ხვეულას და წარმოქმნილი ორთქლი არის სწორად ის, რასაც მომხმარებელი შეისუნთქავს კვამლის მაგივრად.

როდესაც კარტრიჯი და ამაორთქლებელი წარმოდგენილია ერთ მოწყობილობაში(Cartomizer), მაშინ ეს უკანაკნელი გახლავთ ერთჯერადი მოხმარების. რეზურვუარის ტიპის ამაორთქლებელი არის მრავალჯერადი მოხმარების და თქვენ საშუალება გაქვთ ჩაასხათ თქვენთვის საურველი არომატის ე-სითხე, შეცვალოთ მასში ხვეულა და აშ.

ე-სითხე თავის მხრივ შედგება რამოდენიმე კომპონენტისგან, ესენია: propylene glycol (PG), vegetable glycerin (VG), ნატურალური არომატიზატორი და თამბაქოს ფოთლებიდან მიებული სუფთა ნიკოტინი. PG და VG კომპონენტები ორივე გახლავთ საკვები დანამატები და ხშირად გვხვდება ყოველდღიური მოხმარების საკვებ პროდუქტებში.